უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

15 მაისი 2022, 12:00 938 ნახვა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. რატი შურღაია იზიუმთან მომხდარი შეტაკებისას კასეტური ბომბების ჩამოყრის შედეგად თავისა და გულის არეში მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა.

ქართველ მებრძოლს უკრაინელი მეუღლე ჰყავს და ომში პირველივე დღეებიდან იბრძოდა. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე. ამ დრომდე უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი იბრძვის.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ომში 11 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში