NATO-ს მინისტერიალი ბერლინში

15 მაისი 2022, 15:07 955 ნახვა

საქართველოს ხელისუფლება ნატოს სამიტზე მიწვეული იქნება - განცხადება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ დღეს ბერლინში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველო ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც წლებია თანამშრომლობენ.

ასევე აცხადებს, რომ მზარდი მნიშვნელობისაა შავი ზღვის რეგიონიც, რაც განსაკუთრებით მკაფიო მისი ბლოკადის და უკრაინიდან საკვების ტრანსპორტირებისთვის ხელის შეშლის შემდეგ გახდა. ღია კარის პოლიტიკა ნატოსთვის მთავარ პრინციპად რომ რჩება და საქართველო ამის მნიშვნელოვანი ნაწილია - ეს დღეს რამდენიმე ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაადასტურა.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ, ალიანსის შიგნით, სერიოზულად უნდა განიხილონ, რა სახის შემდგომი მხარდაჭერა შესთავაზონ საქართველოს, რათა ქვეყანამ გაზარდოს საკუთარი მიდგომა. 

დღეს მსოფლიო ყურადღება ბერლინისკენაა მიმართული, ყველა ისტორიული პროცესის მოლოდინშია - ამჯერად, გაიღება თუ არა ფინეთისა და შვედეთისთვის ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის კარი.

ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებაზე გადაწყვეტილება ოფიციალურად დღეს გამოაცხადა.

შვედეთი კი 17 მაისს გეგმავს განაცხადის წარდგენა. ვერდიქტი ნატომ უნდა გამოიტანოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში