„აზოვსტალის“ დამცველების გადასარჩენად ჩართულია მსოფლიოს ლიდერები, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი თანხმობას არ იძლევა - უკრაინის საგარეო მინისტრის მოადგილე

16 მაისი 2022, 10:18 842 ნახვა

„აზოვსტალის“ დამცველების გადასარჩენად ჩართულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ლიდერი, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თანხმობას არ იძლევა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ბევრს აკეთებს „აზოვსტალის“ დამცველების გასათავისუფლებლად, მაგრამ ეს არის სამხედრო ოპერაცია და მისი დეტალების გამჟღავნება შეუძლებელია.

"ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ გადავარჩინოთ ,,აზოვსტალის'' ჩვენი დამცველები, რომლებიც დღეს რეალურად ფარავს უკრაინის ბევრ რეგიონს, რადგან მარიუპოლის დაცვა რუსული ჯარის დიდი რაოდენობის კონცენტრირებას იწვევს, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან უკრაინის სხვა რეგიონებში“, – თქვა მალიარმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში