საქართველოს ჩემპიონი ბათუმიდან

16 მაისი 2022, 10:34 1135 ნახვა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით თბილისში 5-14 მაისს ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 10 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირები შვეიცარული სისტემით, 9 ტურად გაიმართა.

აჭარიდან მონაწილეობდა 7 მოჭადრაკე. 10 წლამდე მოჭადრაკეთა შორის ბათუმელმა ანეტა ქედელიძემ 9 შესაძლებლობიდან შვიდნახევარი ქულა დააგროვა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.  

16 წლამდელთა შორის კი მარიამ ცეცხლაძემ მეტოქეებთან მეორე-მეოთხე ადგილები გაიყო და ტურნირის პრიზიორი გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში