ნიკა გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა - გამჭვირვალობა საქართველო

16 მაისი 2022, 11:32 739 ნახვა

“კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა“ - ამ განცხადებით  ეხმაურება “საერთაშორისო გამჭვირვალობა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა. მათი განმარტებით, ამ საქმის  მიზანი კრიტიკული მედიის საქმიანობის შეფერხება და პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია საგანგებო განცხადებაში აღნიშნავს, რომ “მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზება ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს“, განსაკუთრებით ახლა როცა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინა.

მათი თქმით, ჩნდება განცდა, რომ “მთავრობის რიტორიკა და კონკრეტული ქმედებები მიზანმიმართულია იმისაკენ, რომ საქართველომ ევროკავშირის მხრიდან დადებითი პასუხი არ მიიღოს“.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში