ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია ბათუმში

16 მაისი 2022, 12:21 1714 ნახვა

ბათუმში, ევროპის მოედანზე, „მთავარი არხის“ მხარდასაჭერად აქცია გაიმართა, სადაც ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ „მთავარი არხის“ ლოგოები. 

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ნიკა გვარამიას პატიმრობა შეეფარდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მიუღებელია მოსამართლის გადაწყვეტილება და ეს ნიშნავს თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში