პენსიონერებისთვის ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო - პრემიერი 

16 მაისი 2022, 15:32 1084 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პენსიონერებისთვის ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო და ამ მიმართულებით მთავრობას ძალიან კარგი შედეგი აქვს.  

„წლების განმავლობაში პრობლემა იყო პენსიონერების საბანკო განაკვეთი. ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო პენსიონერებისთვის. ჯერ კიდევ ჩვენი მთავრობაში მოსვლამდე რიგ შემთხვევებში 100%-იც კი იყო საპროცენტო განაკვეთი.

შემდეგ ჩვენი მთავრობის დროს არაერთხელ დაიწია, მაგრამ სესხის პროცენტი ჯერ კიდევ მაღალი იყო. რამდენიმე თვის წინ ბატონ ლევანს დავავალე ეს საკითხი, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ჩაერთო ბატონი ზურა და ბატონი ლაშა. ამ სამუშაო ჯგუფში ჩართულები იყვნენ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლები. ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს“, - განაცხადა პრემიერმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კი დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული ჰქონდათ. ზურაბ აზარაშვილის თქმით,პენსიონერების მომსახურებას კვლავ ლიბერთი ბანკი გააგრძელებს. 

''პირობა იყო 7 წლიანი მომსახურების შესახებ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის სესხები, რომლებსაც პენსიონერებისთვის გასცემენ, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და იქნება მაქსიმუმ + 15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25,8%-ია, ნაცვლად 30,6%-ისა, რომელიც ჰქონდათ.

გამომდინარე იქიდან, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინები გვაქვს, ეს განაკვეთიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაუიაფდებათ პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში