ომი უკრაინაში – დღე 82

16 მაისი 2022, 18:31 950 ნახვა

უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. რუსული ჯარები ბომბავენ დონეცკის ოლქს. განადგურდა 40-ზე მეტი შენობა- ნაგებობა. კასეტურმა ბომბებმა გაანადგურა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო და სამოქალაქო შენობები. ავიაიერიშების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა ათობით ადამიანი.  უკრაინა-ბელორუსიის საზღვართან ბელორუსიის შეიარაღებული ძალებია მობილიზებული.უკრაინის გენშტაბის უფროსის ინფორმაციით ისინი თავდასხმის განხორციელებაში უშუალოდ არ არიან ჩართულები.  კვლავ თავდასხმების ეპიცენტრია მარიუპოლი. აზოვსტალის მცველების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად უკრაინული მხარის განმარტებით ჯერ კიდევ არ არის პუტინის ნება, წავიდეს დათმობაზე. რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევის შეკავების მიზნით, უკრაინის არმიის სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში რუსების მიერ ოკუპირებული სარკინიგზო ხიდები ააფეთქეს. უკრაინელი სამხედროები ხარკოვის ოლქში რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე მივიდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში