"აზოვსტალიდან“ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია დაიწყო - რუსეთის თავდაცვის უწყება

16 მაისი 2022, 19:07 1215 ნახვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, "აზოვსტალიდან“ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, დაჭრილ სამხედროებს ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

"16 მაისს აზოვსტალში მყოფი უკრაინელი სამხედროების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, დაჭრილების გაყვანის თაობაზე შეთანხმებას მივაღწიეთ. ამ დროისთვის რაიონში ამოქმედებულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გახსნილია ჰუმანიტარული დერეფანი, რომლის მეშვეობითაც დაჭრილი უკრაინელი სამხედროები გადაჰყავთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, ნოვოაზოვსკის კლინიკაში, რაღა საჭირო დახმარება გაუწიონ", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებაზე უკრაინულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში