ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში რამდენიმე დღით მოძრაობა იზღუდება 

17 მაისი 2022, 10:05 9856 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 18-დან 25 მაისამდე ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

''საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 18 მაისის 08:00სთ-დან 21 მაისის 08:00სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 23 მაისის 08:00სთ-დან 25 მაისის 08:00სთ-მდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში