ფრიდონ და ზაზა ხალვაშების იუბილე 

17 მაისი 2022, 14:42 950 ნახვა

ცნობილი ქართველი პოეტი და პროზაიკოსი, ფრიდონ ხალვაში დღეს 97 წლის გახდებოდა. პოეტს, ბათუმის ღვთიმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოში მოსახსენიებელი პარაკლისი გადაუხადეს.

საზოგადო მოღვაწე და რუსთაველის პრემიის ლაურეატი ქედაში, სოფელ გეგელიძეებში 1925 წლის 17 მაისს დაიბადა. პოეტი ახლობლებმა და მეგობრებმა გაიხსენეს და მისი ლექსები წაიკითხეს.

დღეს, ფრიდონ ხალვაშის შვილის, ზაზა ხალვაშის დაბადების დღეცააა, კინორეჟისორი 65 წლის გახდებოდა.

საკათედრო ტაძრის ეზოში შეკრებილებმა მამა-შვილის ღვაწლზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში