ბავშვებში საქმე გვაქვს არატიპურ ჰეპატიტთან, საყურადღებოა, მაგრამ ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ - ამირან გამყრელიძე

17 მაისი 2022, 16:58 699 ნახვა

ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ, საყურადღებოა, რადგან ბავშვებში საქმე გვაქვს არატიპიურ ჰეპატიტთან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„თვალყურს ვადევნებთ და შესაბამისი საინფორმაციო და სარეკომენდაციო წერილი გაიგზავნა კლინიკებში. მასალას დიაგნოსტიკისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამოგზავნიან. საყურადღებოა, მაგრამ ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ. საყურადღებოა, რადგან ბავშვებში საქმე გვაქვს არატიპიურ ჰეპატიტთან. როგორც ამბობენ, მას იწვევს ადენოვირუსი. ეს არ არის არც "ა" და არც B ჰეპატიტი, “დელტა” და სხვა. სხვა გენეზის არის, ასევე არის შემთხვევა, როდესაც რთულად განვითარდა. ზედამხედველობას ვამყარებთ ამ ტიპის ჰეპატიტებზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში