ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები

17 მაისი 2022, 19:21 2173 ნახვა

ძალადობა ქუჩაში ყველას დასანახად. საბედნიეროდ ქალი ყოფილი ქმრის თავდასხმას გადაურჩა. დღეს, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ქალმა შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ქუჩაში გამოსულს კი, სავარაუდოდ, ყოფილი ქმარი დახვდა და დანით დაჭრა. სავარაუდო დამნაშავეს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტის გამო 5 წლამდე პატიმრობა ელოდება. ძალადობას განრიდებულ ქალს თავშესაფარში მაქსიმუმ 9 თვის განმავლობაში გაჩერებას სთავაზობენ

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში