მარადიდელები ჰესით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ

17 მაისი 2022, 20:16 1220 ნახვა

მარადიდში მცხოვრებლები კირნათი ჰესის გამო შექმნილ პრობლემებს უჩივიან. ამბობენ, რომ ტერიტორიის დატბორვამ ტენიანობის მატება გამოიწვია, კლიმატის ცვლილება კი მათი თქმით,  უარყოფითად აისახა მოსავალზე. როგორც ამბობენ შემცირდა ხილი და თხილი, რაც ადგილობრივების უმრავლესობისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო იყო. დაიტბორა საძოვრებიც.  ამის გარდა, მარადიდში მცხოვრებლები მეწყრული პროცესების განვითარების რისკებზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ  დატბორილი ჭოროხის გამო მათ დასახლებაში არსებული მდინარეები ადიდების შემთხვევაში სოფელში დარჩენილ ოჯახებს   შეუქმნის  საფრთხეს. ითხოვენ ტერიტორიის გეოლოგიურ შესწავლას და კომპენსაციას. კომპენსაციაზე რამდენიმე ოჯახი მარადიდში ჰესის მშენებელ კომპანიასთან ამ დრომდე ვერ შეთანხმდა. მათ წინააღმდეგ ექსპროპრიაციის კანონიც კი გამოიყენეს. ადგილობრივების თქმით, ამ დრომდე ვერ გვარდება დასატბორი ტერიტორიის მიმდებარედ არსებული სასაფლაოების ადგილ მონაცვლეობის საკითხიც. მარადიდში მცხოვრებებმა დახმარებისთვის მერიას არაერთხელ მიმართეს. დღეს მუნიციპალიტეტში კომენტარი არ გააკეთეს. ინფორმაციის სახით გვითხრეს, რომ ოჯახებთან მოლაპარაკებებს ჰესის მშენებელი კომპანია „აჭარ-ენერჯი 2007“-  უკვე აწარმოებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში