რუსეთის პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, "აზოვის" პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს

17 მაისი 2022, 20:17 875 ნახვა

რუსეთის გენერალური პროკურატურა ქვეყნის უზენაეს სასამართლოს მიმართავს, "აზოვის" პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მისი საქმიანობა აკრძალოს.

"ადმინისტრაციული საქმის სასამართლო განხილვა უკრაინის სამხედრო ნაციონალისტური გაერთიანება „აზოვის“ ტერორისტულ დაჯგუფებად ცნობისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მისი მოქმედების აკრძალვის შესახებ 26 მაისს, მოსკოვის დროით 10:00 საათისთვის არის ჩანიშნული რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობაში“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი“ იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის უზენაესი სასამართლო სარჩელს 26 მაისს განიხილავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში