''აზოვსტალიდან“ ევაკუაციის მისია გრძელდება, მასში ჩართულია ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო შუამავლები - ზელენსკი

18 მაისი 2022, 10:13 1150 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის, განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტთან, რუსეთთან  მოლაპარაკებების პროცესი და „აზოვსტალიდან“ მეომრების ევაკუაცია განიხილა. ზელენსკის თქმით, ''აზოვსტალიდან“ ევაკუაციის მისია გრძელდება, მასში კი  ჩართულია ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო შუამავლები. 

„აზოვის“ პოლკის დამფუძნებელი და პარტია „ეროვნული კორპუსის“ ლიდერი  ანდრეი ბილეცკი  კი საზოგადოებას მოუწოდებს, მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან თავი შეიკავონ, რათა ამ პროცესს ხელი არ შეუშალონ.

ვიდეომიმართვისას მან განაცხადა, რომ სამხედროები 82 დღის განმავლობაში გმირულად იბრძოდნენ რუს დამპყრობლებთან.

რაც შეეხება ომს უკრაინაში, დონეცკში რუსეთის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.  უკრაინის თავდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ რუსეთი გრძელვადიანი ომისთვის ემზადება. კირილენკომ დასძინა, რომ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულთა რაოდენობა უცნობია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში