ფოსტის დღე - სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა

18 მაისი 2022, 11:08 726 ნახვა

ბათუმის საფოსტო მარკების პირველი სერია,  ტელეფონები, საფოსტო ყუთი და მუზეუმში დაცული სხვა საკოლექციო ექსპონატები გამოიფინა ხარიტონ ახვლედიანი სახელობის მუზეუმში.

ექსპოზიცია სახელწოდებით “სატელეფონო ხაზზეა ბათუმი - ბათუმი გისმენთ...“ კავშირგაბმულობისა და ფოსტის დღესთან დაკავშირებით მოეწყო.

ბათუმი თბილისის შემდეგ მეორე ქალაქი იყო, სადაც 1865 წელს ტელეფონის გამოყენება დაიწყეს. ამ დროს ტელეგრაფის ხაზის მშენებლობა მიმდინარეობდა.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან დეპეშის გაგზავნა გახდა შესაძლებელი. მეოცე საუკუნიდან კი ბათუმში ფოსტის შენობა გაიხსნა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში