გვარამიას საქმე - Amnesty International-ის განცხადება და ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია

18 მაისი 2022, 10:29 701 ნახვა

„ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი მისი განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის გამო, სამაგიეროს გადახდის მიზნით, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის აშკარა ქმედებაა“-მიაჩნია  გავლენიან საერთაშორისო უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალს“.    

ამნესთი ინთერნეიშენალის“ განცხადებით, ნიკა გვარამიას დამნაშავედ ცნობა ხაზს უსვამს საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებასთან დაკავშირებით მზარდ შეშფოთებას და ავლენს ხელისუფლების მზარდ გავლენას სასამართლოებზე რიგ საქმეებში, რომლებიც მიზნად მათი კრიტიკოსებისა და ოპონენტების ჩახშობას ისახავს. 

აქვე გეტყვით, რომ დღესვე დაგეგმილია მედიის სოლიდარობის აქცია.  "ვიბრძვით მთავარისთვის" - ამ გზავნილით დღეს 19:00 საათზე მსვლელობა თბილისსა და ბათუმში  გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში