21 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ძლიერი ქარი - გარემო

18 მაისი 2022, 12:44 1743 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 21 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში