„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავენ 

18 მაისი 2022, 14:06 748 ნახვა

„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები დღეს გერმანიაში იკრიბებიან, რათა უკრაინის ეროვნული ბიუჯეტის სტაბილიზაციისთვის მოკლევადიანი დახმარების აღმოჩენის საკითხი განიხილონ.

კონსულტაციებს ცენტრალური ბანკის მმართველები და ექსპერტები დაესწრებიან, პარასკევისთვის ერთობლივი დეკლარაციის წარდგენა იგეგმება.

ცნობისათვის, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ფინანსურ როლს შეიტანს უკრაინის დასახმარებლად. მან იმედი გამოთქვა, რომ ასევე გააქტიურდებიან „დიდი შვიდეულის“ სხვა წევრებიც, როგორიცაა ბრიტანეთი, კანადა და იაპონია.

ითვლება, რომ უკრაინას, საწყისი სამი თვის განმავლობაში, 5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება ესაჭიროება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში