ღარიბაშვილი-სტოლტენბერგის შეხვედრა ბრიუსელში

18 მაისი 2022, 19:52 926 ნახვა

ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს - აღნიშნა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მდივანმა, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელ "ტვიტერში". იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოს მთვარობის მეთაურთან უკრაინის ომი, უსაფრთხოების საკითხები და საქართველოსა და ალიანსს შორის გაძლიერებული პარტნიორობის მნიშვნელობა. ირაკლი ღარიბაშვილმაც განმარტა, რომ ყველა შესაძლო ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას შეეხნენ, რაც რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ საცხოვრებელ რეზიდენციაში მიიღო. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში, როგორც ქვეყნის მისწრაფებების პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში