გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 6 წელი გავიდა

19 მაისი 2022, 10:16 866 ნახვა

გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან 6 წელი გავიდა. 2016 წლის 19 მაისს 30 წლის გიგა ოთხოზორია საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. 

ოთხოზორიას ორი სამხედრო ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ჭრილობა მიაყენეს. ერთი ტყვია მას შუბლში აქვს მოხვედრილი.

ის მიყენებული ჭრილობების შედეგად, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

''ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ და დიპლომატიურ ინსტრუმენტს, რათა დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი. 

''აფხაზეთიდან დევნილი, ახალგაზრდა კაცი საოკუპაციო რეჟიმმა იმსხვერპლა.

მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ და დიპლომატიურ ინსტრუმენტს იმისათვის, რომ დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი.

ჩვენ არასდროს შევეგუებით დანაშაულებრივ ოკუპაციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთისგან ყოფს და ყველაფერს გავაკეთებთ მის მშვიდობიანად დასასრულებლად'' - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში