თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთი მოქალაქის ჯანმრთლობის მდგომარეობა მძიმეა

19 მაისი 2022, 10:30 1350 ნახვა

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ხუთი მოქალაქიდან ერთის ჯანმრთლობის მდგომარეობა მძიმეა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამი პაციენტი კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას, ერთი კი სამედიცინო დაწესებულებას ხვალ დატოვებს.

ტრაპიზონთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ და საკონსულოს წარმომადგენლებმა  მოინახულეს. რა გახდა ავარიის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული საქართველოს მოქალაქის ცხედარი სამშობლოში გადმოასვენეს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში