''აზოვსტალიდან'' ევაკუირებული 900-ზე მეტი სამხედრო წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს - რუსეთის საგარეო უწყება

19 მაისი 2022, 11:43 1187 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 900-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც აზოვსტალის ქარხნიდან გაიყვანეს, წინასწარი დაკავების ცენტრში იმყოფებიან.

სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ ორი დღის განმავლობაში სულ 959 უკრაინელი ჯარისკაცი, მათ შორის 51 მძიმედ დაჭრილი "ჩაბარდათ".

მისივე ინფორმაციით, დაშავებულები მკურნალობას ნოვოაზოვსკის ჰოსპიტალში გადიან, სხვები იკი ოლენივკაში წინასწარი დაკავების ცენტრებში იმყოფებიან.

უკრაინას არ განუცხადებია, რამდენმა სამხედრომ დატოვა აზოვსტალი. განახლებული ინფორმაცია არ გავრცელებულა რუსეთთან მოლაპარაკების თაობაზეც, სადაც ტყვეების გაცვლა უნდა განიხილონ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში