საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flyadeal“ შემოდის

19 მაისი 2022, 14:16 1206 ნახვა

საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flyadeal“ შემოდის - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ივნისიდან, „Flyadeal“ ოპერირებას ერდროულად ორ აეროპორტში, თბილისსა და ბათუმში დაიწყებს.

პირდაპირი რეგულარული რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან: ჯედადან, რიადიდან და დამამიდან განხორციელდება, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით - ჯედადან და რიადიდან.

ჯამში, ორივე აეროპორტის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები საუდის არაბეთიდან კვირაში 15 სიხშირით შესრულდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში