ომი უკრაინაში - დღე 85

19 მაისი 2022, 18:08 729 ნახვა

უკრაინაში ომის დაწყებიდან 85-ე დღეა. რუსული მხარე უკრაინელებს რუსული სოფლის დაბომბვაში ადანაშაულებს. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით ჭურვები ალკოჰოლის ქარხანასა და რამდენიმე სხვა შენობას მოხვდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ავიაცია კვლავ ინტენსიური მოგერიების რეჟიმშია და რუსული თავდამსხმელების შეიარაღება მნიშვნელოვნად გაანადგურეს. სამი ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა ხერსონში. გასულ დღე-ღამეში 15 მოქალაქე ემსხვერპლა რუსეთის მხრიდან თავდასხმებს დონეცკის ოლქში. ოკუპანტებმა დაბომბეს 46 დასახლება და გაანადგურეს ათობით შენობა, მათ შორის სკოლები და საბავშვო ბაღი. რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, 900-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც მათ ევაკუაციის ფარგლებში „აზოვსტალიდან“ გამოიყვანეს, წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს. უკრაინული მხარე კი აცხადებს, რომ "აზოვსტალიდან" სამხედროების ევაკუაციის პროცესი გრძელდება, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროებენ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით მაკრონი და რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსი უკრაინას დათმობებზე წასვლას მოუწოდებს, განმარტავს რომ  უკრაინული საზოგადოება მხარს არ დაუჭერს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში