თვითნებურად შესახლებულების აქცია

19 მაისი 2022, 18:13 1240 ნახვა

თამარის დასახლებაში, ყოფილი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის დამხმარე შენობაში მცხოვრები ოჯახები  ფართების დაკანონებას ითხოვენ. შენობაში 23  ოჯახი ცხოვრობს. მათ ტერიტორია თვითნებურად  10 წლის წინ დაიკავეს და მას შემდეგ მის კერძოს საკუთრებაში დარეგისტრირებას ცდილობენ.  იმის გამო რომ საცხოვრებელი ფართები დაკანონებული არ აქვთ ვერ სარგებლობენ ბუნებრივი აირით და დენის გადასახადს  საერთო მრიცხველით, განსხვავებული ტარიფით იხდიან.  დღეს მათ აქცია გამართეს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დაკავებული ფართების დაკანონება სთხოვეს. აქციის მონაწილეებთან მოგვიანებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და  ბათუმის მერიისა  წარმომადგენლები მივიდნენ და  კანონის შესაბამისად დახმარებას დაჰპირდნენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში