ლექსო თორაძის დაკრძალვა დიდუბის პანთეონში

19 მაისი 2022, 18:28 786 ნახვა

პიანისტი ლექსო თორაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ის თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად არის აღიარებული. ლექსო თორაძე საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი თბილისის კონსერვატორიაში გაიმართა. პიანისტი 69 წლის ასაკში 11 მაისს გარდაიცვალა. მუსიკოსი 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სადაც საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში