”აისეტი” რეფორმების ინკლუზიურობაზე

19 მაისი 2022, 20:23 762 ნახვა

ადგილობრივ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს კვლევითი ინსტიტუტის, აისეტის -წარმომადგენლები შეხვდნენ. საუბარი რუსეთ უკრაინის ომის ფონზე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს შეეხო. მტკიცებულებებზე დამყარებულ  კვლევებზე, რომელიც წინ უნდა უძღოდეს გასატარებელ რეფორმებს თუ საკანონმდებლო ინიციატივებს. მიზანი კი მოსალოდნელი შედეგების გაანალიზებაა. მეორეს მხრივ აისეტის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ უკვე მიმდინარე რეფორმის ეფექტიანობის შეფასების მექანიზმის მნიშვნელობას. ორგანიზაცია წლებია პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელების ტემპებსა და შედეგებს აფასებს. ყოველივე კი შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრაზე შვედეთის ელჩის მოადგილემ განაცხადა, რომ სწორად და სწრაფად განხორციელებული რეფორმები აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში