დაბომბვის შედეგად სევეროდონეცკში 12 ადამიანი დაიღუპა, ორმოცდაათი სახლი კი დაინგრა - უკრაინული მედია

20 მაისი 2022, 10:47 732 ნახვა

რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად, გასული დღის განმავლობაში სევეროდონეცკში 12 ადამიანი დაიღუპა, ორმოცდაათი სახლი კი დაინგრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

სერგეი გაიადაის განცხადებით, სევეროდონეცკში რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმა წარუმატებელი იყო, მათ ძლიერი დანაკარგი განიცადეს და უკან დაიხიეს.

მისივე განცხადებით, თავდასხმის შედეგად ოლქში 60-მდე სახლი დაინგრა ან ცეცხლი გაუჩნდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში