საიამ პარლამენტს დასკვნა წარუდგინა

20 მაისი 2022, 11:21 787 ნახვა

საიამ პარლამენტს წარუდგინა დასკვნა საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული მაჟორიტარი წევრის უფლებამოსილების დაწყებასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის მოსაზრებით, ინიციატივა შეიცავს არაერთ სამართლებრივ ხარვეზს, აუარესებს დემოკრატიის ხარისხს, ასუსტებს პოლიტიკური დეცენტრალიზაციის სტანდარტს, ასევე ემსახურება ცალმხრივი პარტიული მიზნების მიღწევას და კოლეგიური წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა საქმიანობის დაწყების მხრივ კანონმდებლობაში ამკვიდრებს არაერთგვაროვან მიდგომას. საია მოუწოდებს პარლამენტს, კანონმდებლობის ცვლილებების ინსტრუმენტი არ გამოიყენოს თვითნებურად, მხოლოდ ცალმხრივი პარტიული ინტერესების გათვალისწინებით და არსებული კრიზისი გადაჭრას არა დისკრიმინაციული და დაუსაბუთებელი ინიციატივებით, არამედ ამომრჩეველთა ნების რეალიზაციაზე ორიენტირებული ნორმებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში