კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლოა მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს -მაკრონი

20 მაისი 2022, 11:22 832 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა მოლდოველი კოლეგა მაია სანდუ ერთობლივ ბრიფინგზე გააფრთხილა. საფრანგეთის ლიდერის თქმით, მისი ქვეყანა დააკვირდება ვითარებას რეგიონალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოლდოვაში.  მანვე განაცხადა, რომ საფრანგეთი აპირებს „განსაკუთრებული ყურადღებით მიადევნოს თვალი რეგიონალურ უსაფრთხოებას და ნებისმიერ შესაძლო ხელყოფას მოლდოვას სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში