"დიდი შვიდეულის" ფინანსთა მინისტრები უკრაინისთვის დახმარებაზე შეთანხმდნენ

20 მაისი 2022, 11:22 621 ნახვა

„დიდი შვიდეულის" ქვეყნების ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.  „როიტერსის“ ინფორმაციით, შეერთებული შტატების, იაპონიის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები მოლაპარაკებებს იმ დროს მართავენ, როცა უკრაინას ნაღდი ფული ესაჭიროება.  „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, შემოგვიერთდნენ უკრაინის გრძელვადიანი აღდგენის მხარდასაჭერად", - ნათქვამია "დიდი შვიდეულის" განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში