რუსეთის დუმამ ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

20 მაისი 2022, 11:23 679 ნახვა

რუსეთის დუმამ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებისთვის ორმაგი მოქალაქეობის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტის მიხედვით, „რუსეთის მოქალაქეებსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს, მოქალაქეობის მიღება საკუთარი პასპორტის დათმობის გარეშე შეეძლებათ“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 14 წლამდე ბავშვი მიიღებს მშობლების მოქალაქეობის მსგავს მოქალაქეობას.  ე.წ. შეთანხმების მიხედვით, „სამხედრო სამსახურში მყოფი სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ განცხადების წარდგენა და რუსეთის მოქალაქეობის მიღება შეეძლებათ“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში