ინფო ტური ლატვიის ტურსააგენტოებისთვის

20 მაისი 2022, 15:38 725 ნახვა

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ლატვიის ტურსაგენტოების წარმომადგენლები ეცნობიან. ინფოტურის მონაწილეებისთვის, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ავიაკომპანია ეარ ბალტიკ-ის ორგანიზებით იმართება, მოეწყო პრეზენტაციები და საქმიანი პირისპირ შეხვედრები ადგილობრივ ტურსაგენტოებთან. გარდა ამისა, ინფოტურის მონაწილეები აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტულ პროდუქტებს, სასტუმრო და ტურისტულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ. წელს, პირველად ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო ლატვიის დედაქალაქიდან. 8 მაისიდან სექტემბრის ბოლომდე, რიგა-ბათუმი -ავიარეისი კვირაში 2-ჯერ შესრულდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში