ნატოს სამიტი

03 იანვარი 2017, 00:00 3754 ნახვა

წლევანდელი წელი საქართველოსა და ნატოს ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან დატვირთული იქნება. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ  საქართველო ნატოს სამხედრო კომიტეტს უმასპინძლებს. ასევე  თბილისში საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესია ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობის მიღებას გენერალური მდივანიც გეგმავს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნატოს საპარლამენტო ასამბლეა თავის სესიას პარტნიორ ქვეყანაში ჩაატარებს. გარდა ამისა, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები სხვადასხვა თემატიკაზე". რაც შეეხება  ნატოს 2017 წლის სამიტს, რომელიც  ჯერ დაგეგმვის პროცესშია, მთავრობის ადმინსტრაციაში განმარტეს, რომ  ამ ეტაპზე, ნატოს ხედვაა, რომ სამიტი იქნება დახურული არაწევრი ქვეყნებისთვის, და, შეკრებაში მონაწილეობას მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ.

ამავე კატეგორიაში