ბორჯომში ,,ბოლო ზარი'' მსხვერპლით დასრულდა

20 მაისი 2022, 17:03 2558 ნახვა

ტრაგედია ბორჯომში. ხევში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც მე-12 კლასის მოსწავლეები ისხდნენ. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები. 

შემთხვევა მწვანე მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

''ბოლო ზარიდან'' მიმავალი მანქანა გზიდან მდინარეში გადავარდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა. მათ დაზიანებები აქვთ, მაგრამ მედიკოსების განცხადებით სიცოცხლესთან შეუსაბამო ტრავმები არ აღენიშნებათ. 

არსებული ინფორმაციით, ავტომობილში 4 მოსწავლე იყო. ისინი კლასელები იყვნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში