მოთხილამურე პატრული

03 იანვარი 2017, 00:00 2911 ნახვა

საქართველოს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტში შინაგან საქმეთა სამინისტროს  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ჩაერთვნენ. წელს პროექტმა  საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტი მოიცვა. ავსტრიელმა ექსპერტებმა 20-მდე თანამშრომელი გადაამზადეს. ტრენინგის მონაწილეები სათხილამურო ტრასაზე მყოფი დაზარალებულის, ზვავში მოყოლილი ადამიანების მოძებნისა და გადარჩენის სამაშველო ოპერაციების ძირითად პრინციპებს გაეცნენ და სიმულაციურ სწავლებებში მიიღეს მონაწილეობა.

ამავე კატეგორიაში