ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტურინში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ასევე მოუწოდეს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია და გაიყვანოს თავისი ჯარები.განცხადების მიხედვით, მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს ევროსაბჭოს ხელთ არსებული შესაძლებლობების მობილიზებას, რათა უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის სრული პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.
„მინისტრთა კომიტეტმა სხდომაზე სამი რეკომენდაცია მიიღო: ქალი ემიგრანტების, ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დაცვის შესახებ; სიძულვილის ენის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ; გლობალური გამოწვევების გადაჭრის კუთხით კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის როლის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.