რა საკითხებზე ესაუბრა ჯონსონი ერდოღანს? 

21 მაისი 2022, 17:38 754 ნახვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონსა თურქეთის პრეზიდენტ  რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონი საუბარი შედგა - ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების მიხედვით საუბრის თემა უკრაინაში მიმდინარე ომსა და ნატო-ს გაფართოების საკითხს ეხებოდა. ამასთან, ლიდერებმა ერთმანეთს ღრმა შეშფოთება გაუზიარეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის მისი შორს მიმავალი შედეგების შესახებ.

ბრიტანეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ნატო-ს გაფართოების საკითხზე საუბრისას ბრიტანეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ საფრთხეს, რასაც რუსეთი ევროპელ მეზობლებს უქმნის და განაცხადა, რომ ფინეთი და შვედეთი ნატო-ს ალიანსისთვის ღირებული წევრები იქნებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში