ომის 88 დღე უკრაინაში

22 მაისი 2022, 12:10 767 ნახვა

88-ე დღეა ომია უკრაინაში, რუსეთი საომარ მოქმედებებს არ წყვეტს, ბომბავს შენობებს, იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ვითარება რთულია დონბასში, რუსული ჯარი სევეროდენეცკს უტევს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით ოკუპანტებმა  გაზარდეს ავიაციის გამოყენების ინტენსივობა აქტიური საბრძოლო ზონების დასახლებების კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით.

გარდა ამისა, აცხადებენ, რომ ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა უკრაინასთან არსებულ სასაზღვრო რაიონებში გააძლიერეს დაზვერვა.

მიუხედავად რთული ვითარებისა  უკრაინა ტერიტორიების დათმობას არ აპირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში