ბათუმი ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა

22 მაისი 2022, 10:01 598 ნახვა

საკალათბურთო კლუბი ბათუმი სუპერლიგას და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ნახევარფინალში გამოეთიშა.

სერიის გადამწყვეტი მეხუთე შეხვედრა ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც მასპინძელმა ქუთაისის საკალათბურთო კლუბმა "ბათუმი" 103-82 დაამარცხა.

ნახევარფინალური სერია 3-2 "ქუთაისის" სასარგებლოდ დასრულდა. ბათუმში 22 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ბექა ბექაური.

სუპერლიგის ფინალში ერთმანეთს "ქუთაისი" და თბილისის "ოლიმპი" დაუპირისპირდებიან, მესამე ადგილისთვის კი ბათუმი და თსუ იბრძოლებენ. გადამწყვეტი სერიებიც 25 მაისს დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში