დონბასში მძიმე ვითარებაა 

22 მაისი 2022, 13:28 773 ნახვა

რუსმა  სამხედროებმა უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქის ვილნიანსკის რაიონის სოფელზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ინფორმაციას დასავლური მედია აქვეყნებს.

არსებული ცნობებით, არის მსხვერპლი. ჯერჯერობით დაშავებულთა რაოდენობა უცნობია. ლუგანსკის რეგიონის გუბერნატორის სერგეი გაიდაის განცხადებით, რუსული ძალები სევეროდონეცკს სხვადასხვა მიმართულებიდან დაესხნენ თავს, თუმცა ოკუპანტებმა ქალაქში შეჭრა ვერ მოახერხეს. 

დონეცკის რეგიონში ავიაიერიში მიიტანეს ეკლესიაზე, რომელსაც თავს სასულიერო პირები და ბავშვები აფარებდნენ. ასევე დაიბომბა სოფელი მიკოლაივკა, სადაც რუსულმა ბომბმა ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში გაანადგურეს ხიდი, რომელიც სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს ერთმანეთთან აკავშირებდა.

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის თქმით, ეს ძალიან გაართულებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასა და ევაკუაციას. მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, გაანადგუროს ქალაქებს შორის დამაკავშირებელი გზები, ლუგანსკის რეგიონიდან გასული დღე ღამის განმავლობაში 57 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაევში, სადაც ოკუპანტები კასეტურ ბომბებს ისვროდნენ. 

ბრიტანული დაზვერვის თანახმად რუსეთში მოქმედი სატანკო დამხმარე მანქანების ერთადერთი კომპანია, სავარაუდოდ გადაყვანილია სევეროდონეცკის მიმართულებით, დონბასზე თავდასხმისთვის. 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვითარება დონბასში უკიდურესად მძიმეა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში დონბასში ოკუპანტებმა 12 დასახლებული პუნქტი დაბომბეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში