ქობულეთის "შუქურამ" "რუსთავი " მარტივად 3-0 დაამარცხა

22 მაისი 2022, 21:49 920 ნახვა

ქობულეთის "შუქურამ" ეროვნული ლიგა ორის მე-13 ტურში "რუსთავი" მიიღო და მარტივად 3-0 დაამარცხა.
ანგარიში მე-4 წუთზე ზურაბ მუსელიანმა გახსნა.

44-ზე კი კომახიძის გადაცემის შემდეგ მუსელიანმა დუბლი შეასრულა და ქობულეთლებმა ტაიმი 2-0 მოიგეს.
71-ე წუთზე ლექვთაძის გადაცემის შემდეგ შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3-0 ვაკო თევდორაძემ დააფიქსირა.

13 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ რევაზ გოცირიძის გაწვრთნილ "შუქურას" 30 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება.

მეორე პოზიციას 29 ქულით მარტვილის "მერანი'" იკავებს.

მე-14 ტურში "შუქურა" 28 მაისს "სპაერს" ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში