აჭარის რადიო 92 წლისაა

23 მაისი 2022, 12:00 909 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიო იუბილარია. მას დაარსებიდან 92 წელი შეუსრულდა. რადიო ეთერში პირველი ინფორმაცია 1930 წლის 23 მაისს  გავიდა.

თავდაპირველად მაუწყებლობა მოსახლეობას საქალაქო კვანძის მეშვეობით მიეწოდებოდა. მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან აჭარაში მოკლე ტალღებზე გადამცემი რადიოსადგური, 1968 წლიდან კი საშუალოტალღოვანი სადგური ამოქმედდა.

აჭარის რადიო — ერთ-ერთი ძველი რადიოსადგურია საქართველოში.

აჭარის რადიომ  უნიკალური ოქროს ფონდი შექმნა, სადაც დაცულია ქართველი მწერლების, პოეტების, ხელოვნების წარმომადგენლებისა და სახელმწიფო მოღვაწეების ხმები. 23 მაისი  ასევე ქართული  რადიოს დღეა.

დღეს რადიო აჭარა მსმენელს სხვადასხვა გასართობ, შემეცნებით, პოლიტიკურ გადაცემასა და ქართულ და მსოფლიო ჰიტებს სთავაზობს. 

მაუწყებლობა ტალღაზე 104.5 FM - 24 საათიანია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში