არ დაელოდოთ საბედისწერო გასროლას, ნუ გაუჩენთ აგრესორს განცდას, თითქოს მსოფლიო საკმარის წინააღმდეგობას არ გაუწევს - ვოლოდიმირ ზელენსკი

23 მაისი 2022, 15:36 1198 ნახვა

არ დაელოდოთ ბირთვულ იარაღს და გამოიყენეთ მაქსიმალური სანქციები, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს.

მისივე თქმით, სანქციები უნდა იყოს მაქსიმალური, რომ რუსეთმა და ყველა პოტენციურმა აგრესორმა რომელსაც მეზობლის წინააღმდეგ სასტიკი ომის დაწყება მოუნდება იცოდეს, რა შედეგი მოჰყვება ამას.

„არ დაელოდოთ საბედისწერო გასროლას, არ დაელოდოთ რუსეთის მიერ სპეციალური იარაღის გამოყენებას – ქიმიურის, ბიოლოგიურის, ღმერთმა არ ქნას ბირთვულის. ნუ გაუჩენთ აგრესორს განცდას, თითქოს მსოფლიო საკმარის წინააღმდეგობას არ გაუწევს. ასეთი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მე ვფიქრობ ამ დრომდე არ დაწესებულა. სანქციები უნდა იყოს – ემბარგო რუსულ ნავთობზე, ყველა ბანკის ბლოკირება, გამონაკლისის გარეშე. სრულად უარის თქმა რუსეთის ინტერნეტ-ტექნოლოგიებზე. რუსეთთან ვაჭრობის სრული შეწყვეტა. ეს უნდა იყოს სანქციებით ზეწოლის ისეთი პრეცედენტი, რომელიც წლების განმავლობაში იმუშავებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში