ქალ მორაგბეთა ბრინჯაოს მედლები საფრანგეთიდან

24 მაისი 2022, 10:08 1093 ნახვა

რაგბში საქართველოს შვიდქალა ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთში გამართულ ტურნირზე მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების გარდა ტურნირში სამხრეთ აფრიკის, ესპანეთის, გერმანიის, ფიჯის მორაგბეთა ნაკრებები, ოქსფორდის უნივერსიტეტი და სხვა ფრანგული კლუბები იღებდნენ მონაწილეობას.

ქართველმა ქალმა მორაგბეებმა ჯგუფურ ეტაპზე ორი გამარჯვება მოიპოვეს, აქედან ერთი საპლეიოფო ეტაპზე და საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდნენ.

ხუთშაბათს, საქართველოს ნაკრები საფრანგეთის ქალაქ ტურში გაემგზავრებიან, სადაც ევროპის ჩემპიონატის მორიგ მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში