მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაცია საჭირო არ არის - ჯანმო

24 მაისი 2022, 11:29 1151 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება, რომ მაიმუნის ყვავილის  ამჟამინდელი აფეთქება ჯერ არ საჭიროებს მსოფლიოს მოსახლეობის გადაუდებელ მასობრივ ვაქცინაციას. გამონაკლისია აფრიკის კონტინენტი.

„ჩვენ არ ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც მივდივართ მოსახლეობის ფართომასშტაბიანი ვაქცინაციისკენ“, - აცხადებენ ჯანმო-ში.  

ვაქცინებისა და ანტივირუსული პრეპარატების მარაგი, რომლებიც შეიძლება დაუყოვნებლივ იქნას გამოყენებული ამ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად შეზღუდულია.

მაიმუნის ყვავილი ადამიანიდან ადამიანზე ახლო ფიზიკური კონტაქტით გადადის.

ვირუსი ადამიანის სხეულში დაზიანებული კანიდან, რესპირატორული ტრაქტით, თვალის, ცხვირის ან პირის გავლით ხვდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში