გაერო: უკრაინაში დაღუპულია 4 000 მშვიდობიანი მოქალაქე 

24 მაისი 2022, 10:03 430 ნახვა

გაეროს მიერ დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დღიდან, 22 მაისის ჩათვლით, უკრაინაში დაიღუპა 3 ატას 930 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 257 ბავშვი, ამასთან  უკრაინაში დაიჭრა 4 ათას 532 სამოქალაქო პირი, მათ შორის 394 ბავშვი.

მშვიდობიან მოსახლეობაში ყველაზე დიდი მსხვერპლია დონეცკის და ლუგანსკის ოლქებშია, გაეროს მონაცემებით, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი, ძირითადად, გამოწვეულია მძიმე არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით განხორციელებული შეტევებისა და სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად.

ამასთან, უმაღლესი კომისრის ოფისში განმარტავენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გაცილებით მეტია. ჯერჯერობით ვერ ხერხდება ინფორმაციის მიღება და გადამოწმება ისეთი რაიონებიდან, სადაც ბოლო დრომდე მიმდინარეობდა, ან ახლაც გრძელდება აქტიური საბრძოლო მოქმედებები, მათ შორისაა ქალაქები მარიუპოლი, იზიუმიპოპასნაია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში