ჟურნალისტ მაკა რაზმაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

24 მაისი 2022, 13:28 892 ნახვა

ჟურნალისტ მაკა რაზმაძის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებული ინფორმაციის საფუძველზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტ მაკა რაზმაძის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებული ინფორმაციის საფუძველზე, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება 2022 წლის 23 მაისს დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.

ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – აცხადებენ უწყებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში